ტექსტი
(უმზეო პეიზაჟი ჩიტებით...)
ორჯონიკიძე იზა4617 ნახვა · დღეს 1
იკბინება ყინვა ძაღლივით.
ორთქლი ასდის
სადგომიდან გამოსულ პირუტყვს.
შეჭირხლული
ბრწყინავს ჩემი ბაღი შიშველი
და უღონო
ფეხს ითრევს სხივი...
გახევებულ სარეცხის თოკზე
ერთმანეთისგან მოშორებით
ზის ორი ჩიტი —
ბაბანებენ მობუზულები...
დახე, ამ ბრიყვებს,
ამ ყინვაში
ორთქლი ასდის
სადგომიდან გამოსულ პირუტყვს.
შეჭირხლული
ბრწყინავს ჩემი ბაღი შიშველი
და უღონო
ფეხს ითრევს სხივი...
გახევებულ სარეცხის თოკზე
ერთმანეთისგან მოშორებით
ზის ორი ჩიტი —
ბაბანებენ მობუზულები...
დახე, ამ ბრიყვებს,
ამ ყინვაში
შორი-შორ სხედან!