ტექსტი

ვერის სასაფლაო

ორბელიანი ალექსანდრე

1793 ნახვა · დღეს 1

წავა, წაიღებს სოფელი დროსა,
მზის ჩახლებს ზედა მიმომტირალსა,
იმის მზგავსვე დროს გადმოსცემს კაცზედ
კვალად ისევა დაუნდობელზედ,
მაშა სჯობს განცხრეს ამ საწყალო სული
იქ იმ სოფელში, აქ დატანჯული,
სადაც უკვდავი არს სიხარული,
ცას შიგნით ვრცელსა გაბრწყინვებული!...