ტექსტი

ვით წყარო გაზაფხულისა

ხორნაული ვაჟა

4701 ნახვა · დღეს 19

ამქვეყნად გამოუთქმელი
სიყვარულია რამდენი _
შორიდან ფიქრით ნათქვამი
და წმინდა, როგორც სანთელი.

ვით წყარო გაზაფხულისა,
თავისთვის, ჩუმად ნადენი _
ამქვეყნად გამოუთქმელი
სიყვარულია რამდენი...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე