ტექსტი
ნესვი დამწიფდა, ხურმა გაყვითლდა...
ხალვაში ფრიდონნესვი დამწიფდა, ხურმა გაყვითლდა
და შეითვალა საფერავები,
ბალმა მურაბის წვენში ჩაყვინთა,
თან გახელილი დარჩა თვალები.
გზაზე ფოთლები ქარმა არია,
გლეხები დინჯად ჩამოივლიან,
დადგები, სუნთქავ და გიხარია,
რომ ამ სოფელში ქარიც ტკბილია.