ტექსტი

* * * "შენ... რეალობის პირქუშ კედელს..."

ქებურია ბელა

5062 ნახვა · დღეს 20

შენ... 
რეალობის პირქუშ კედელს ჩამოგლეჯილო,
შენ..
შეგიძლია ბარით გვჩეხო, ჩექმით გაგვთელო...
მაგრამ ვერ იგრძნო, მარიამის ცრემლები - ნამი,
ვით ეპკურება ღვთისმშობლის ხვედრ - ჩემს საქართველოს.

შენ შეგიძლია საქართველოს ესროლო ტყვია,
იგი ჯერ ჩემთან, მერე პირმშოს მკერდთან გავარდეს...
მაგრამ ამქვეყნად თუ ერთ კაცსაც ქართველი ჰქვია,
ის გამოგიტანს კუთვნილ განაჩენს!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე