ტექსტი
წუხელის წვიმდა...
ქებურია ბელა5034 ნახვა · დღეს 1
წუხელის წვიმდა, წვიმდა და წვიმდა,
ვერ დავიძინე ვერასდიდებით,
როგორ მტკიოდა და როგორ მწყინდა,
რომ წეროსავით ვერ გავფრინდები.
ცაზე ღრუბელნი - გამალებულნი
მიქროდნენ, წვიმდა, წვიმდა და წვიმდა...
შორს მიფრინავდა წეროთ კრებული,
წერო არ ვიყავ, მაშ რატომ მწყინდა?!