ტექსტი
მე გავჩნდი (თარგმანი: ჟუჟუნა ხაჯიშვილი)
ცვეტაევა მარინა2023 ნახვა · დღეს 2
მე გავჩნდი, როს ხეებს
ფოთოლი სცვიოდა,
როდესაც ცირცელი
ალისფრად ღვიოდა
და ზართა მრავალთა
ისმოდა კამათი...
და ღვთისმეტყველისა
დღე იყო შაბათი.
მე ახლაც მომინდა
უცნაურ სიწრფელით
რომ გავღრღნა მტევანი
უმწიფარ ცირცელის.