ტექსტი
თუ დაებედა სულს (თარგმანი: ჟუჟუნა ხაჯიშვილი) გზნება ფრენის
ცვეტაევა მარინა2041 ნახვა · დღეს 1
თუ დაებედა სულს გზნება ფრენის,
რა სრა სასახლე, რა ქოხი ძველი!
რა ჩინგის ხანი, რა მონღოლთ ურდო,
ორი მტერი მყავს, არა ვარ უმტრო.
ის ორად ორი სიამის წყვილი:
სიმაძღრე მაძღრის, მშიერთ შიმშილი.