ტექსტი

თვალებზე ცრემლი! (თარგმანი: ჟუჟუნა ხაჯიშვილი)

ცვეტაევა მარინა

თვალებზე   ცრემლი!  ზარი

სიყვარულის  და  რისხვის!

ჩეხეთი   ცრემლიანი!

ესპანეთს  ღებავს  სისხლი!

 

ჰოი,  შავი   მთა   როა,

არ  ლანდავს  შუქი  მცირეც!

დროა,  შემოქმედს,  დროა,

რომ  ვუბრუნებდე  ბილეთს.

 

ჩემი  უარი - ყოფნას.

უგუნურებთან   ერთად

ჩემი   უარი - დგომას.

ნავსად  შერწყმული.

პირველ  ყლორტივით   ნატიფი,  თხელი,

ხოლო  თვალები - ამოდ  ურგები!-

წყვილი  მორევი - წარბების  ფრთებით

 შენასუდრები.

მე   ამ   რაინდის  სახით  ვერთგულებ

ყველას,  ვინც  შეხვდით  უშიშრად  სიკვდილს! –

ჟამს   მრისხანების ,  ვინც თხზავს  სტრიქონებს

და  საჯალათო  კუნძისკენ   მიდის.