ტექსტი

*** ბევრს იცოცხლებ

ფირცხალაიშვილი ზურაბ

 

ბევრს   იცოცხლებ   და    სასწაულის   მოწმეც   გახდები,

კმაყოფილია    ამ   ფურორით   შემცბრი   მღვდლები,

მათ   სახარებას    მოთმინებით   ისმენენ   მგლები -

როგორ   მოუხდათ   ჰალსტუხები,   შავი   ბაფთები...

 

ისკარიოტელს   რომ   უნდოდა,   ის    ამინდია,

ასე   მგონია,   ეშმაკიც   კი   გადიჭრის   ვენებს,

ჩვენში   დარჩეს    და    პატივცემულ   მგელ-კაც-ჯენტლმენებს,

ღმერთიც   და   კაციც    სულ   ერთიან   ფეხზე    ჰკიდიათ.

 

სულ   სხვა   სურვილებს   შეუჭირხლავს    სულის   თავანი,

რისი   სიწმინდე,    რა   მამული ,    ერი    და   ბერი,

ამგვარ    საფიქრალს   რა   ხანია    დაედო   მტვერი,

გოლგოთა    მგლისთვის    ხრიოკი   და    უწყლო   მთა   არი...

 

ვისთან   ვიჩივლო,   როცა   უფალს   დღე   აქვს   დუმილის,

ქარებს   ამბოხის   დაკარგვიათ    ზნე    და   სურვილი...

 

 

პარტნიორი techbro.ge