ტექსტი

*** ჩემს ლექსებს (თარგმანი: ჟუჟუნა ხაჯიშვილი)

ცვეტაევა მარინა

ჩემს  ლექსებს,  ადრე  დაწერილ  ლექსებს,

(პოეტი   ვიყავ,  არც  კი  ვიცოდი)

ვით  შადრევნიდან  ასხლეტილ  შხეფებს,

ვით   ცხელ   ნაპერწკლებს,   ისე   ვისროდი.

 

ცელქ   ეშმაკუნებსშემოჩვეულებს

წმიდა   ტაძარში,  ზეთის   სურნელზე,

ლექსებს   სიკვდილზესიყმაწვილეზე,

-ჯერ   წაუკითხავ   და   უცნობ   ლექსებს! -

 

უჭირისუფლოდ   მიმობნეულებს,

( რომ  დასდებიათ  დახლების  მტვერი),

ჩემს   ლექსებს,   როგორც   ძვირფას   ღვინოებს,

მწამს,   დაუდგება   თავისი    ჯერი.