ტექსტი

მწიფობის ქარიანი ღამე

დანელია ბათუ

3608 ნახვა · დღეს 19

ქარი კბილებით ღამეს ამტვრევდა,
მიწასაც, თითქოს, ძვრებოდა ძრო და
მეც ვიმტვრევოდი, როგორც სამტრედე
სახლის ნგრევისას. და ქარი ქროდა
და პირველ ღამის ძუძუებივით
უხათქუნებდნენ მტევნები სარებს...
ყველა ღრუბელი დაძუნძულებდა
და ყველას ფეხქვეშ ყვიროდა მთვარე,
და მე ვუსმენდი ასეთ ცისქვეშეთს,
როგორც ოპერას უცქერენ ყრუნი...
და ვიფქვებოდი გრძნობის წისქვილში,
გაბრუებული მწიფობის სუნით...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე