ტექსტი

ამნაირ ბედზე ვნაღვლობ

გრანელი ტერენტი

10098 ნახვა · დღეს 19

ამნაირ ბედზე ვნაღვლობ, 
ბედმა მიწაზე დამტოვა. 
შენ ხარ ჩემ სულთან ახლო 
და სული მუდამ მარტოა. 


ისევ ლექსებთან ვრჩები 
და ლექსი სულის ლანდია. 
მეგობარია ჩემი 
ეს ნიკო მაკალათია. 


შენი ხმა ისევ მესმის, 
გარშემო უფრო ნისლია 
ჩემი ყოველი ლექსი 
მხოლოდ გული და სისხლია.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე