ტექსტი

გადმოვარდნილს გოდერძით თუ...

გორგილაძე ზურაბ

22112 ნახვა · დღეს 2

გადმოვარდნილს გოდერძით თუ
ხინოს მთით თუ ორცვითაო,
თაგოს მთვარე თავდგირიძის
თუნთასავით მკოცნიდაო.
წიფლი ფოთოლ ლექსებს ვწერდი,
დამწიფებულ მოცვითაო,
პირჭიკჭიკაი ვარსკვლავები,
გორებზე გადმოცვივდაო.
გაღმა ბაღებს გავბღაოდი,
დაღლილ გულის მოწვითაო,
დამიბრუნდი და უღმერთოვ,
ღმერთს გადავრევ ლოცვითაო.
ამ დუნიას შენს დირეღთან,
გორვა-გორვით მოვცვითავო,
ჩემი სულის კუკული ხარ,
არ იფიქრო მოგწყვიტავო.