ტექსტი
დაიღალა მთვარე
გომელაური ნიკო4970 ნახვა · დღეს 27
დაიღალა მთვარე ღამით,
დღემ დაღალა მზე.
დაიღალნენ მთები ზვავით,
ზღვამ იცვალა ზნე.
დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები
-sol-fa-mi-re-do
ერთადერთი, ეს თავხედი,
არ იღლება დრო...
ტექსტი
4970 ნახვა · დღეს 27