ტექსტი

მთებზე მდევარივით

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

3085 ნახვა · დღეს 2

მთებზე მდევარივით ამოსწრებულ
მთვარეს ვარსკვლავებით მონამტვერი,
ჩრდილი დაეხარა მონასტერთან
(იდექი ფიქრივით, არმოსწრებულ)

ფლობდი მოთმინების თეორიას!
ზღვართან სიმშვიდის და დავიწყების...
სადღაც უსათუოდ დავიწყებით!
იქნებ... ცოტა გვიან... მეორეა-

სისხლი! ხეტიალი! აგასფერის
ხვედრი, მაგრამ რა არ გვაძინებდა?!
წლები... მაინც როგორ გვამძიმებენ,
ღმერთო! ეს რა უცებ დაგაბერე.