ტექსტი

მოხუცი დედის მკლავებივით

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

3088 ნახვა · დღეს 5

მოხუცი დედის მკლავებივით დახრილ ტოტებზე
უზრუნველად თვლემენ ფოთლები,
ისეთი სიჩუმეა, სიჩუმის ხმას გაიგებს კაცი,
ამ ფოთლების სუნთქვას კი არა,
ამ ბალახის სუნთქვას კი არა,
ვდგავარ, 
თითქოს ხეები არ მენახოს, არც ბალახები 
თითქოს არც ღამე არ მენახოს,
ისე შევყურებ ამ ხეებს, ფოთლებს,
ამ ბალახებს...
მოკლედ: 
მიყვარხარ.