ტექსტი
28-ა, ნავარის დედოფალი,წვიმა
გეთიაშვილი რეზოდა წვიმს, ვიღაც აირავქნავს ხელებს
კვამლიანი ღიმილების ღეჭვით
და წვიმს, თეთრი კუბოების მერე
მოლოდინში შეპარულა ეჭვი
და წვიმს, როგორც გადათვლილი ფული,
მამის საფლავს იფიცება ბობი
და წვიმს, ღმერთი-ჩახველება-რჯული,
კალვადოსი, ვაისროი, ტოგა
და წვიმს, ჟანგი მოსდებია ჟარგონს,
უცნაური მჟვრიალია ბაკლის
და წვიმს, ლანდობს დედოფალი მარგო,
გაღიმება - იდუმალი ნაკლი
და წვიმს, ვიღაც აზარტულად იწყებს,
ვზივარ კვამლში და არაფერს ვცდილობ
და წვიმს, როგორც გუშინდელი სიცხე,
ზედ აკვდება ამ უცნაურ ტილოს.