ტექსტი
დერვიში
გამსახურდია კონსტანტინე6026 ნახვა · დღეს 18
დააგდე სექტა, სიძულვილის გახდი საგანი,
გახდი დერვიში, უსამშობლო გლახაკთაგანი.
ვერ გაგიბედოს შენ ხელყოფა მუხთალმა დრომა.
ზღვისგან ისწავლე ღელვის შემდეგ გულდამშვიდება...
განაძე შენგან წუთისოფლის მტკნარი დიდება,
დაიმსახურე მართებულად მეფეთა წყრომა...