ტექსტი
გულის სონატა
გაბროშვილი თამარ_ გისმენ! გისმენ!
ახლა უსმინე საკუთარ გულს _
უდიდეს სევდით ყვითლად შეფერილს
და მოიწყინე უსასრულოდ,
სამარადისოდ,
რადგან თანმდევი შავი ღრუბელი
შენი სიცოცხლის უიღბლო მოტივს
ისე მფარველობს
და ისე ფარავს,
ძლივს, ძლივს გესმის
უნაზესი მთვარის სონატა!