ტექსტი
* * *" მხარზე ჩამომიჯდა"
გაბროშვილი თამარმხარზე ჩამომიჯდა
ნაცრისფერი ჩიტი
და ჩემი ბავშვობისდროინდელი
ბლის კუნწულის საყურეებით
პირს იტკბარუნებს...
ჩიტი ისეთი ბედნიერია,
არ მინდა, დავაფრთხო...
დე, სასიცოცხლო საბადებელი
ჩემთან მუდამ ეგულებოდეს!