ტექსტი
ხან ბეწვის ხიდს გამკიდებ..."
თათარაიძე ეთერ2685 ნახვა · დღეს 18
ხან ბეწვის ხიდს გამკიდებ,
ხან გზა-ბაწრებს ამახვევ,
თავს ხან მქრქალ სხივთ მაფევად,
ხან ჭექვ-ელვ-დელგმთ დამახვევ.
მაჩქანჩქალებ, მაცხროებ,
უცბად ფითრ კვართს გამახვევ,
შენ ზნე-ხასიეთს ნატარს
ბოლოს მიწას ჩამახვევ.