ტექსტი

ვარ ასე უამინდო

ბერიძე აჩი

3614 ნახვა · დღეს 19

ვარ ასე უამინდო, ფიქრებზე დაყრდნობილი,
თვალებზე წამწამები, წამწამზე ნაღველია,
ზამთარიც უსასრულოდ, სიცივით, ვატყობ ივლის,
ჩიტები ჟივჟივებენ - საკვები დაგველია.

გარეთ კი სასაცილოდ ბავშვები მოფენილან,
თვალებით გადმოვარდნენ დედები აივნიდან,
დღეს რაღაც უცნაურად თბილია სოფელი და...
კუთხეში მოცივანა მერცხალი გაირინდა.

მდინარემ შესართავთან გაყინა გაბიონი,
ხალხი თუ ბრბოდ ითქმება რა არის ლიტანია?...
მე ლექსებს წავიკითხავ, სოფელო გამიგონე,
მე ლექსებს წაგიკითხავ, ეს მთები გითარგმნიან.

ვარ ასე უამინდო, ფიქრებზე დაყრდნობილი...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე