ტექსტი

შეღამების შემთვარული ნაყოფი

ებანოიძე ზაალ

3936 ნახვა · დღეს 23

მთვარის სიგრილის ელვარება დააქვთ არეებს,
სად ტყეებს ცივი დუმილი დარჩათ
და ჩამავალი სინათლეა 
ახლა მინდვრის დიბა და ფარჩა.

შეეცილები შეღამებას შემთვარულ ნაყოფს,
თუ მოლოდინის ჟრუანტელში გიჭიმავს წამი
და დგახარ ისევ ტყეების ფერხთით,
ჩაძინებული გუგულების 
სიზმრებიდან დაძრულ ბილიკზე,
და გაფიქრების ნირვანაში მცურავი იჭვი,
უკანასკნელი სანთელივით კარგავს სინათლეს.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე