ტექსტი
* * * "როცა დღის შუქი დაეფინება"
ჭინჭარაული ნათიაროცა დღის შუქი დაეფინება
იმ საიდუმლო ფიცის მოცემას,
სადაც ცვლის ღამის მდორე დინებას
შენი სხეულის მძაფრი მოქცევა,
საუცხოოა ეს სინატიფე...
ცა ჩაიმღერეს წვიმის ნიმფებმა,
შენკი შეხედავ დილას ატმისფერს
და მზე თვალებში დაგიმწიფდება...