ტექსტი

* * * "როცა დღის შუქი დაეფინება"

ჭინჭარაული ნათია

1308 ნახვა · დღეს 23

როცა დღის შუქი დაეფინება
იმ საიდუმლო ფიცის მოცემას,
სადაც ცვლის ღამის მდორე დინებას
შენი სხეულის მძაფრი მოქცევა,

საუცხოოა ეს სინატიფე...
ცა ჩაიმღერეს წვიმის ნიმფებმა,
შენკი შეხედავ დილას ატმისფერს
და მზე თვალებში დაგიმწიფდება...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე