ტექსტი

* * * "რა მოხდებოდა"

ჭინჭარაული ნათია

1306 ნახვა · დღეს 24

რა მოხდებოდა, უფრო მეტად
გვჯეროდეს გზების,
რა მოხდებოდა
გვიზიდავდეს გზების სიძნელე..
ჩვენი სულები, როგორც მინდვრის მზესუმზირები
დგანან და ცაში ნაწილ-ნაწილ მიაქვთ ფრინველებს...
ცადე 
დამალე 
ეს სახელი..
მისი მპოვნელიც..
ეგ გზა ვიღაცამ ირონიულ ეჭვით დანაღმა,
და თუ იპოვე გამახარებს
ქალი
რომელიც..
გეტყვის რაიმეს 
ჩემს დუმილზე მეტს და ხმამაღალს..

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე