ტექსტი

* * * "ასე აღარსად გავდივარ"

ჭინჭარაული ნათია
ასე აღარსად გავდივარ 
ჩემი თავიდან გარეთ,
ეს ღამე ავანგარდია
მოდერნისტული მთვარით,
სხვამ წაიკითხოს მორალი
სულის ქაოსურ ქართან,
წამოვწვები 
და, უბრალოდ,
საყვარელ სიზმარს ჩავრთავ…