ტექსტი

* * * ჩრდილი წამოწვა ნავთან

გველესიანი რაჟდენ

1190 ნახვა · დღეს 1

ჩრდილი წამოწვა ნავთან,

ტალღამ გადიხსნა შუბლი,

ვდგავარ საკუთარ თავთან,

წარსულს შეცდომებს ვუთვლი.

 

დღეს მოგონება მწარე,

ტკბილად ფიქრებზე მაზის,

ტოტებს დაეხვა ღამე,

როგორც ლერწამი ვაზის.

 

სოფელს სიმდიდრეს ვპარავ,

შემდეგ ლექსებად გავცრი,

ვერ შეგიყვარებ ქალავ,

თუ არ იქნები მკაცრი.

 

ზეცა ვარსკვლავებს ხარჯავს,

მიწა ცრემლებად ლპება,

გოგო რაც მეტად მტანჯავს,

მით უფრო მიყვარდება.