ტექსტი

* * * გადამთიელი სიმდიდრეს გართმევს

გველესიანი რაჟდენ

1244 ნახვა · დღეს 25

* * *

გადამთიელი სიმდიდრეს გართმევს,
ცარიელდები, როგორც ხვიმირა,
დამუნჯებული მუშების სათქმელს
უსიტყვოდ ამბობს შავი ყვირილა.

 

* * *

სულ შენზე ვფიქრობ, როცა გშორდები,
გინდ შემაყარონ თვალში ნაცარი,
ჭიათურაა ჩემი მშობელი,
თბილისი ჩემი დედინაცვალი.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე