ტექსტი

წვეთწვეთად

კუტალაძე გიორგი

768 ნახვა · დღეს 19

ამინდმა მოირგო ჩემდამი დღეს შენი განწყობა,
ქარია ისეთი რომ ძაღლსაც გააგდებ ნაკლებად,
ქუჩებში ბეღურებს დაეწყოთ მარში და პროტესტი,
ზამთარი ქალაქში სხივებმა რით ვეღარ აკენკა?!

და დღესაც ამ თავსხმა ,დროდადრო ქარიან წვიმაში,
ზიხარ და უბრალოდ ცივ წვეთებს აკავებ მინაზე,
მე კიდევ შენს სახლთან სველ ხეებს შორის ვარ ჩამჯდარი,
წვეთ-წვეთად გაგროვებ ჩემში და ვივსები პირამდე...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე