ტექსტი

მოლოდინი

ფირცხალაიშვილი პაპუნა

786 ნახვა · დღეს 2

ვუცდით, მოვა უსათუოდ ხვალ-ზეგ,

გაიხარჯავს მგონი მთლიან ანბანს,

მხოლოდ აცრა არ ექნება მხარზე,

სხვა მხრივ დედას ემსგავსება ალბათ.

 

მოვა მშვიდი, შეჭმუხნილი შუბლით,

მოვა არევს მთელს სამყაროს ლამის,

დედის მსგავსად ანუ ხატად უფლის,

ხასიათით და თვალებით მამის.