ტექსტი

* * * "ღამე. ყავა და სამზერო"

აბუსელიძე როინ

ღამე. ყავა და სამზერო 
დავიმეგობრე წელს,
ისე მსურს შენზე დავწერო,
რომ ვეღარაფერს ვწერ.

ყელში გამჩრია სიტყვა და
ეს უთქმელობაც მძიმს,
გადაუღებლად მიყვარხარ.
გადაუღებლად წვიმს.

პარტნიორი techbro.ge