ტექსტი

დედას

ჯაფარიძე ზურაბ

767 ნახვა · დღეს 21

ღამე ნაზად მონანავე ცაცხვზე წვება, 
მთვარის შუქი უხმოდ მიდის ზართან,
სოფლის გზაზე აღარავინ მელოდება,
დედაჩემის სასაფლაოს გარდა.

იქ წევს ჩემი გაყინული სიყვარული
და წარსული აცრემლდება დარდად,
საფიცარი აწი არვინ მეყოლება,
დედაჩემის სასაფლაოს გარდა.

ღამე ნაზად მონანავე ცაცხვზე წვება, 
მთვარის შუქი უხმოდ მიდის ზართან,
სოფლის გზაზე აღარავინ მელოდება,
დედაჩემის სასაფლაოს გარდა.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე