ტექსტი

* * * "როდესაც ბოლო სასმისი მოთავდა"

ჯაფარიძე ზურაბ
როდესაც ბოლო სასმისი მოთავდა,
როცა ვაპირებდით დაშლას შემთვრალები,
სურათზე საქართველოს ზეცა მოჩანდა,
ხერთვისის ციხის დათხრილ თვალებში.

უეცრად თამადამ ჯიხვის რქა აავსო,
წმინდა სადღეგრძელო ჩააგდო მთვრალებში:
– ძმებო, ჟამმა რომ თვალები დაგვთხაროს,
ქართლის ცა იელვებს ჩვენს დათხრილ თვალებში!