ტექსტი

* * * "გული ჯადოსნური"

მახარობლიძე გიორგი

567 ნახვა · დღეს 22

გული ჯადოსნური, პატარა სარკეა,
სავსეა ზღვა ემოციებით,
გაზაფხულს სულ რაღაც წუთები აკლია
და ლურჯი იები.
არაფერს არ ნიშნავს, მთებზე რომ მოთოვა
და თმებზე აქა–იქ ჭაღარა.
მე ისევ ისა ვარ, მე გულით თოთო ვარ,
თუმც, ბავშვი აღარ ვარ...
ამ დილას სულ ერთი, პატარა ნაკლი აქვს,
მწვავს და ვგრძნობ, ნელ–ნელა ვთავდები...
გაზაფხულს სულ რაღაც წუთები აკლია
და შენი თვალები...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე