ტექსტი
ლოცვისმაგვარი
სადღობელაშვილი მარი1044 ნახვა · დღეს 1
რომელ გზას გავყვე,ნეტავ,
სად შევაფარო თავი?!
უფალო,შენც ხომ ხედავ,
ვარ შეცთომილი კრავი.
მიჭირს კორომში,ბნელში,
შიში მაქვს თოვლთა,ქართა.
ღმერთო,შენს სამყოფელში
გადამაფარე კალთა...
ტექსტი
1044 ნახვა · დღეს 1