ტექსტი
* * * "ლხინო, საით იარები"
სადღობელაშვილი მარი1065 ნახვა · დღეს 20
ლხინო, საით იარები,
მომიძულე განაღა თუ?
ამოდენა იარები
გულზე სევდამ დანაღმა თუ
თავისთავად მრავლდებოდა?
ან კი როგორ? ნეტა რადა?
ლხინო, რა დაშავდებოდა,
შენს სუფრაზე მეთამადა?..
ტექსტი
1065 ნახვა · დღეს 20