ტექსტი
* * * "დაწყდნენ სიზმრების აბლაბუდები"
ბესელია ვასილ2258 ნახვა · დღეს 2
დაწყდნენ სიზმრების აბლაბუდები,
თქვენ შეეჩვიეთ სიშორის გემოს;
მე კი
ცარიელ ზღაპრის გუდებით
თქვენი კოშკიდან
ვეშვები ქვემოთ;
შეწყვეტილ ვალსის
მომდევს ქვითინი
უმიზეზოდ რომ ოცნებამ მოწნა...
...და მამჩნევია,
ხუთი თითივით,
ლოყაზე თქვენი ცრემლი და კოცნა...