ტექსტი

* * * "შერჩება ლექსი ხსოვნის ბარათებს"

ბესელია ვასილ

2289 ნახვა · დღეს 25

შერჩება ლექსი ხსოვნის ბარათებს, 
ვით უშოვარი წამლის რეცეპტი, 
მე კი გავყვები იმ მისამართებს 
უმისამართოდ რომ დავეძებდი. 

გავყვები იმ გზებს, ნისლში რომ დალბა, 
სანამ საკუთარ თავთან ვცოდავდი, 
და ცოტა გვიან მივხვდები ალბათ, 
რომ დავიღალე და დავცოტავდი; 

რომ დღე კვდება და... 
კაცი ცოდვაა, 
ჟინი უძირო ოდეს ქვევრია, 
ერთი სიცოცხლე თურმე ცოტაა, 
ერთი სიკვდილი- 
ძალზე ბევრია... 

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე