ტექსტი

* * * "თუმცაღა ძველი"

ბესელია ვასილ

2284 ნახვა · დღეს 22

თუმცაღა ძველი
ტკივილიც კვდება,
ნელდება ბოღმაც
ქვასავით მკვრივი -
ყოფილი ცოლი
ქუჩაში გხვდება,
როგორც ყოფილი
მეგობრის ქვრივი...

მივიწყებული
მომწარო ბედით
ოცნების დროშა
უკვე დახრილი -
ყოფილი ცოლი
ჩაგივლის გვერდით,
როგორც ის წლები...
წყალში ჩაყრილი...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე