ტექსტი

შემოდგომის საღამო

მამედლი იმირ

7697 ნახვა · დღეს 1

იყო საღამო,
შემოდგომის იყო საღამო,
სევდიანი და ყვითელი საღამო იყო...
დამჭკნარ ფოთლებზე მიაბიჯებდა
შემოდგომის საღამოსავით დაღლილი გიჟი...
ის მოსახვევში თვალს მოეფერა
ისე წყნარად და შეუმჩნევლად
როგორც სიცოცხლე, როგორც ჟამი
გიჟის აზრთასვლას ჩამორჩენილი.