ტექსტი
ორი კალამი
მამედლი იმირა, ეს კალამი შეინახე,
მე კი მივდივარ.
და შენ მაგ კალამით
წერილები მომწერე ხოლმე;
მე კი ამ კალამით
თეთრ წეროებს დავხატავ მუდამ
რომ ჩამწკრივდნენ და გაზაფხულობით
ლურჯ სიშორიდან მომიტანონ
ეგ წერილები.