ტექსტი

სიყვარულის სახლის მდგმურები

მამედლი იმირ

7696 ნახვა · დღეს 1

რუხი ბინდისგან ნაბადს მოვიქსოვ,
სევდით და დარდით შევიბურები...
ვერ შეგვითვისა ხალხმა ტრფობისამ,
ერთხანს ვცხოვრობდით, როგორც მდგმურები...

უფრო უკეთურს ნურაფერს ვიზამთ,
ღმერთი ამაზეც დაგვემდურება:
სახლი,
ის სახლი სიყვარულისა
ერთ დღეს დავტოვეთ, როგორც მდგურებმა.