ტექსტი
ორ მაისს დაწერილი ლექსი
მამედლი იმირ7700 ნახვა · დღეს 1
ორი მაისი შემოსულა თბილის ქალაქში,
პირველი კი არ შემოუშვეს
ქუჩებში გუშინ,
გადაკეტეს ქალაქის ყველა შემოსასვლელი
და გააბრუნეს ხელში პლაკატით.
ახლა საღდაც შორს
ცხრა მაისი შიშითა ფიქრობს,
რა მეშველება,
ნეტავი მე თუ შემიშვებენ ნანატრ ქუჩებში,
თუ გამაგდებენ
და ათ მაისს დაუძახებენ.