ტექსტი
ქალი ქუჩის კუთხეში
მამედლი იმირ7695 ნახვა · დღეს 1
უცებ რამდენი
უნდა მოასწროს
ქალმა, რომელიც
თურაშაულის ვაშლსა ყიდის
ქუჩის კუთხეში:
- თაფლივითაა,
დღეს დავკრიფე სისხამ დილაზე.
ცვარი ჯერაც არ შეშრობია ..
მაგრამ მუშტარი
ოღბალს უფრო ჰგავს,
ფეხს არც აითრევს, ისე ჩაუვლის.