ტექსტი
ტელეფონის ზარი
მამედლი იმირ7697 ნახვა · დღეს 1
უეცრად ცხვირწინ ამიფრინდა,
ტელეფონის ზარი მწყერივით.
თითქოს ზეცისკენ ატყორცნა მიწამ.
მე სეტერივით ფრთაში ვწვდი იმ წამს ..
ო, როგორ მიგრძნო დაღლილმა გულმა,
არ მომატყუა არცა გუმანმა,
მერე, არც ყურმა, -
ეს შენ იყავი.