ტექსტი

ზღურბლს იქით

მამედლი იმირ

7700 ნახვა · დღეს 1

შევხდით თუ არა,
სიტყვა ამინდზე ჩამოგვივარდა.
სანამ კიბეებს ავათავებდით,
გვეყო ეს თემა.
ოთახის კართან შემოგველია
დარიც, ავდარიც.
ზღუბლს იქით რაღაც სხვა იწყებოდა,
და ის რაღაცა
ერთდროულად იყო მზე, წვიმა,
თოვლი, ქარი და ქარიშხალი.