ტექსტი

განაბული სამყარო

მამედლი იმირ

7747 ნახვა · დღეს 23

განაბულია ირგვლივ ყოველი:
განაბული კვირტში ყვავილი,
განაბულია მიწაში თესლი,
ღრუბელში მეხი,
სანგარში ბიჭი,
ჰა და იელვებს,
წამიც და ისვრის,
ამოვა ია, გასკდება კვირტი
და აფეთქდება ყუმბარა სადღაც ... 

... ოჰ, არც სიცოცხლე გადაიღალა,
და ვერც სიკვდილი დანაყრდა, გაძღა.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე