ტექსტი
ხიფათი
მამედლი იმირ7698 ნახვა · დღეს 1
შენთან დაყოვნება იგივეა რაც
თეთრ პერანგში გამოწყობილმა
მოისვენო
შავად დახუნძულული
თუთის ხის ჩრდილში
სანამ მე ახლა ამას გეტყოდი,
შავი გოგონას კერტივით თუთა
საბედისწეროდ აუყვ-დაუყვა.
მაცთუნებელი ნიავის რხევას
და ყუნწიანად მოსწყდა კენწეროს.